აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კიდევ ერთი წამყვანი მოხსნეს ეთერიდან. მას შემდეგ, რაც მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე გასულ კვირას ტელევიზიის ადმინისტრაციამ გადაცემიდან მოხსნა, მისი ჩანაცვლება მაუწყებლის კიდევ ერთ ჟურნალისტს, თეონა თურმანიძეს შესთავაზეს. თუმცა, შეთავაზებიდან რამდენიმე საათში ეთერიდან ისიც მოხსნეს.
თურმანიძის მოხსნა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი აბაზაძემ იმით ახსნა, რომ მან შეთავაზებაზე თანხმობა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. რაც შეეხება თეონა ბაკურიძეს, მისი გათავისუფლების მიზეზად კოლეგაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დასახელდა.
წამყვანების ეთერიდან მოხსნამდე კი იყო 2019 წლის გაზაფხულზე ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენება. შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი და უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე.
თუ ეთერიდან და გუნდიდან გაუშვებენ კრიტიკული აზროვნების და გამოხატვის [შესაძლებლობის] მქონე პროფესიონალ ჟურნალისტებს, ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედებს ინფორმაციის მრავალფეროვნებაზე და მაყურებლის ინფორმირებულობაზე.
პოლიტიკურ მეცნიერებათა ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი და Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯაფარიძე თვლის, რომ "თუ ეთერიდან და გუნდიდან გაუშვებენ კრიტიკული აზროვნების და გამოხატვის [შესაძლებლობის] მქონე პროფესიონალ ჟურნალისტებს, ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედებს ინფორმაციის მრავალფეროვნებაზე და მაყურებლის ინფორმირებულობაზე."
ჯაფარიძე თვლის, რომ აჭარის ტელევიზიას მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონში მოვლენების ობიექტურად გაშუქებაში. მისი თქმით, მაუწყებლის დამოუკიდებლობას განსაკუთრებული როლი ექნება წინასაარჩევნო პერიოდში. „აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების წამყვანის ეთერიდან მოხსნას თავად აჭარის საინფორმაციოს გუნდი კრიტიკით შეხვდა და აჭარის ტელევიზიაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიღო. აჭარის ტელევიზია დიდ როლს თამაშობს აჭარაში მოვლენების ობიექტურად გაშუქებაში. მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობას მნიშვნელობა აქვს ყოველთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის ამ დიდი გამოწვევების მქონე წინასაარჩევნო წელს. ვიმედოვნებ, რომ აჭარის ტელევიზიის მოვლენები არ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე წარმატებული ზეგავლენის მაგალითი,“ თქვა ნინო ჯაფარიძემ "ამერიკის ხმასთან" საუბარში.
აჭარის ტელევიზია დიდ როლს თამაშობს აჭარაში მოვლენების ობიექტურად გაშუქებაში. მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობას მნიშვნელობა აქვს ყოველთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის ამ დიდი გამოწვევების მქონე წინასაარჩევნო წელს.
პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები ორგანიზაციამ "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე." გასულ კვირას ევროსაბჭოს მედიის პლატფორმაზე ორგანიზაციამ შეტყობინება განათავსა სათაურით, "პოლიტიკური ზეწოლის გამო, ტელეკომპანია აჭარიდან რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს."
შეტყობინებაში მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზეა საუბარი და ხელისუფლების მიერ მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა საფრთხედაა დასახელებული. "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" შეშფოთებულია საქართველოში მედიაზე მზარდი კონტროლის გამო და მოუწოდებს ოფიციალურ პირებს, რომ პატივი სცენ აჭარის მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას," ვკითხულობთ განცხადებაში
ორგანიზაციამ განცხადება თებერვალშიც გამოაქვეყნა, სადაც ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ შეშფოთებულები იყვნენ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და ნათია ზოიძის გათავისუფლებით.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც ამავდროულად მაუწყებელში დაარსებული ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრები არიან პარლამენტში მივიდნენ. მათ პარლამენტის წევრებს შექმნილი სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პარლამენტში გამართულ შეხვედრამდე კი ტელევიზიის წარმომადგენლებმა შეხვედრა და კონსულტაციები ამერიკის საელჩოშიც გამართეს.
Facebook Forum