ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროსაბჭომ აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნა


Adjara TV
Adjara TV

ევროსაბჭოს ვებგვერდზე დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა სათაურით, "პოლიტიკური ზეწოლის გამო, ტელეკომპანია აჭარიდან რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს."

განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ტელეკომპანია დაატოვებინეს შორენა ღლონტსა და მაია მერკვილაძეს. "ორივე მათგანი იყო მნიშვნელოვანი ფიგურა სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. 2 თებერვალს, დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ნათია ზოიძემ განმარტა, რომ ის თანამდებობას ტოვებდა პოლიტიკური ზეწოლის გამო," ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე წერია, რომ ჟურნალისტებმა ბევრჯერ გააპროტესტეს მიმდინარე მოვლენები. "აჭარის ტელევიზიაში ალტერნატიული პროფკავშირები შეიქმნა, რომელიც ახლა გაფიცვისთვის ემზადება, რათა სარედაქციო დამოუკიდებლობა დაიცვას." ნათქვამია ევროსაბჭოს ვებგვერდზე.

"ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" შეშფოთებულია საქართველოში მედიაზე მზარდი კონტროლის გამო და მოუწოდებს ოფიციალურ პირებს, რომ პატივი სცენ აჭარის მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას", ვკითხულობთ ევროსაბჭოს განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG