მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და კარიბის ზღვის აუზის, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები წელს ქარიშხლების ნორმალურზე უფრო აქტიური სეზონისთვის უნდა მოემზადონ.
ქარიშხლების სეზონი ივნისის პირველ პერიოდში იწყება. წლევანდელი სეზონის პროგნოზი შემაშფოთებელია. გასულ წელს ტროპიკული შტორმების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და 30 ისეთი შტორმი იყო, რომელსაც სახელი დაარქვეს. მათ შორის 19 ქარიშხლის სიმძლავრის იყო. მათგან 6 კი - ძლიერი.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2021 წლის ქარიშხლების სეზონი სავარაუდოდ შარშანდელთან შედარებით პასიური იქნება და 13-დან 20-მდე სახელობით შტორმს ელოდებიან. მათგან 10-ს აქვს პოტენციალი, რომ ქარიშხლად იქცეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს სეზონი შესაძლოა გამორჩეულად რთული იყოს ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ გასული წლის დამანგრეველი ქარიშხლების შემდეგ ცდილობენ ძალების აღდგენას, განსაკუთრებით კი ცენტრალური ამერიკის ქვეყნები. ატლანტის ოკეანის ქარიშხლების სეზონი ნოემბრის ბოლოს სრულდება.
Facebook Forum