ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ქარიშხლებისგან თავდაცვისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტს აორმაგებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ წელს, ატლანტის ოკეანის აუზში განსაკუთრებულად ქარიშხლიანი და მკვეთრად გაუარესებული ამინდების სეზონი იქნება.
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, როდესაც სტიქიური უბედურება თავს დაგვატყდება", თქვა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, როდესაც ის ამერიკის განსაკუთრებულ მდგომარეობათა მენეჯმენტის ფედეალურ სააგენტოში (FEMA) მივიდა.
"დღევანდელი ბრიფინგი მკაცრად გვახსენებს იმას, რომ 2021 წლისთვის მოსამზადებლად, დასაკარგი წუთიც კი არ გვაქვს ", თქვა პრეზიდენტმა.
ბაიდენი FEMA-ში სწორედ ქარიშხლების სეზონის შესახებ ინფრომაციის მისაღებად და სტიქიურ უბედურებასთან გამკლავების გეგმის გასაცნობად მივიდა.
პრეზიდენტმა ქარიშხლების გარდა ხანძრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო სერიოზულობით და მზაობით შეხვდება ნებისმიერ სტიქიურ უბედურებას.
ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის გათვლებით, 60%-ზე მეტია შანსი იმისა, რომ ატლანტის ოკეანის აუზში წელს განსაკუთრებული სიმძლავრის ქარიშხლები წარმოიქმნას.
Facebook Forum