ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში 7 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას


ირანის საკონსტიტუციო სამეთვალყურეო ორგანომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის შვიდი კანდიდატი დაამტკიცა. არჩევნები ივნისში ჩატარდება. სამეთვალყურეო ორგანომ მოქმედ პრეზიდენტ ჰასან როჰანის მოკავშირე რამდენიმე მაღალი პროფილის პირი სავარაუდო კანდიდატების სიაში არ ჩართო.

25 მაისს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სამეურვეო საბჭომ შეარჩია ებრაჰიმ რაისი, მოჰსენ რეზაი, საიდ ჯალილი, ამირჰოსეინ ღაზიზადე-ჰაშემი, აბდოლნასერ ჰემათი, მოჰსენ მეჰრალიზადე და ალირერა ზაქანი. ამ განცხადებით იწყება საარჩევნო კამპანიის სეზონი რომელიც 18 ივნისს ხმის მიცემით დასრულდება.

შერჩეული კანდიდატების ვინაობასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, თუ ამ სიაში ვინ ვერ მოხვდა.

ალი ლარიჯანი, გამოჩენილი კონსერვატიული ფიგურა და პარლამენტის ყოფილი სპიკერი, რომელიც მოგვიანებით როჰანის მოკავშირე გახდა, საარჩევნო რბოლიდან გამოთიშეს. მასთან ერთად გამოთიშეს რეფორმატორი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ეშაქ ჯაჰანგირი და მკაცრი ხაზის მიმდევარი ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი.

სამეურვეო საბჭოს არ განუმარტავს თუ კანდიდატები რატომ ჩართეს ან არ ჩართეს საარჩევნო სიაში. მათი გადაწყვეტილების შედეგად, მკაცრის ხაზის მიმდევარი სასულიერო პირი რაისი, რომელიც ირანის იუსტიციას უძღვება, მომავალ არჩევნებში დომინანტურ პოზიციაში აღმოჩნდა.

რაისი შიდი კანდიდატიდან ყველაზე უფრო ცნობილია, მიდრო კაშირი აქვს ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ჰამენეისთან და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, 2017 წელს, როჰანის მეტოქე იყო.

სასულიერო პირების და იურისტების საბჭოს პრეს-მდივანის განცხადებით, კანდიდატობის მოასაპოვებლად 590 პირი იყო დარეგისტრირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG