ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიათოლა ხამენეი: ირანი არ შეუშინდება ამერიკის ზეწოლას


ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანი არ შეუშინდება ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლას 2015 წლის ბირთვული შეთანხმების თაობაზე. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებს ბირთვული იარაღის შესახებ მიღებულ საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ირანისგან ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ, თეირანს ეკონომიკური სანქციების ნაწილი მოეხსნა.

„ირანი ძლიერი ქვეყანაა და მტკიცედ დგას, და ნებისმიერ ნაბიჯს დესპოტური რეჟიმისგან, ისლამური რესპუბლიკის პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ხამენეიმ კვირას პოლიციის ოფიცრებთან შეხვედრისას.

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი გაეროში, გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრა, სადაც ის აპირებს ბირთვული შეთანხმების შესახებ განცხადების გაკეთებას, რომლის ხელმომწერები, ამერიკა, ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG