ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავარია ტოკიოს აეროპორტში - 5 დაღუპული და ათეულობით დაშავებული


ალმოდებული თვითმფრინავი ტოიკიოს აეროპორტში. 2 იანვარი, 2023 წ.
ალმოდებული თვითმფრინავი ტოიკიოს აეროპორტში. 2 იანვარი, 2023 წ.

2 იანვარს, იაპონიის ერთ-ერთ მთავარ აეროპორტში ავარია მოხდა. ჰანედას აეროპორტში დაშვებისთანავე, სამგზავრო თვითმფრინავი სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა. მომხდარი ინდიცენტის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავზე 379-ვე მგზავრი სასწაულებრივ გადარჩა. ეკიპაჟის წევრების ევაკუაციაც დროულად განხორციელდა, ვიდრე თვითმფრინავი მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვეოდა. თუმცა, სანაპირო დაცვის თვითმფრინავზე ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ხუთი დაიღუპა. ავარიის გამო ათეულობით ადამიანი დაშავდა.

იაპონიის სანაპირო დაცვის განცხადებით, მათი თვითმფრინავი ნიგატაში მიემართებოდა, სადაც იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, დახმარება ჩაეტანათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ევაკუაცია მოუწია. ახალი წლის დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, იაპონიაში სულ მცირე, 48 ადამიანი დაიღუპა.

„დაშვებისთანავე ძლიერი ხმა გავიგე, თითქოს რაღაცას დავარტყით და თვითმფრინავი ზევით აიწია... ილუმინატორიდან ნაპერწკლებს მოვკარი თვალი და სალონი მაშინვე გაზით და კვამლით გაივსო" - ყვება ერთ-ერთი მგზავრი საინფორმაციო სააგენტოსთან Kyodo.

სამაშველო ჯგუფებმა მგზავრების და ეკიპაჟის სალონიდან გაყვანა ოპერატიულად შეძლეს. აერობუსი A350 ძალიან მალე ცეცლის ალში მოექცა.

იაპონიის ტრანსპორტის მინისტრმა ტეცუო საიტომ დაადასტურა, რომ სანაპირო დაცვის თვითმფრინავის Dash-8 ეკიპაჟის ხუთი წევრი დაიღუპა, თვითმფრინავის კაპიტანი კი დაშავებულია. ტოკიოს სახანძრო დეპარტამენტზე დაყრდნობით, იაპონური მაუწყებელი NHK იტყობინება, რომ სამგზავრო თვითმფრინავიდან ევაკუირებული პირებიდან სულ მცირე, 17 დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG