ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიდერლანდებში სარკინიგზო ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა


გამთენიისას ნიდერლანდებში სარკინიგზო ავარია მოხდა. რა დროსაც სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. მატარებელში ინციდენტის დროს 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 30 დაშავდა, ხოლო ერთი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით მატარებელი ამწეს შეეჯახა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, რატომ იყო ლიანდაგზე ამწე გაჩერებული. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება და ადგილი როგორც სარკინიგზო კომპანიის წარმომადგენლებმა, ასევე პოლიციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს და შეისწავლეს.

მატარებელი, რომელმაც ავარია განიცადა ლეიდენიდან ჰააგაში მიდიოდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ სოფელ ვოორშოტენთან მატარებელი ამწეს შეეჯახა, შემდეგ კი ვაგონების ნაწილი ლიანდაგიდან გადავიდა და შემადგენლობას მოწყდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილობრივებმა გამოიძახეს, მანამდე კი მათ ვაგონებიდან ხალხის გამოყვანა საკუთარი ძალებით სცადეს.

დაშავებულთადან 19 ადამიანი სავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს, დანარჩენებს კი ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG