თურქეთ-სირიის საზღვარზე 20 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთში 6 ადამიანი დაიღუპა 200-ზე მეტი კი დაშავდა. მონაცემებს ოფიციალური ანკარა აქვეყნებს.
მიწისძვრა 20 თებერვალს დღის ბოლოს მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლრავრე 6.4 მაგნიტუდას შეადგენდა, მეორე 5.3 მაგნიტუდას. ბიძგები იგრძნობოდა: სირიაში, ევრიპტესა და ლიბანშიც.
ახალი მიწისძვრა თურქეთ-სირიის საზღვარზე ორი კვირის თავზე მოხდა მას შემდეგ რაც ამავე ტერიტორიაზე, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, მაშინ თურქეთსა და სირისაში ასობით შენობა დაინგრა და დაიღუპა 47 000-ზე მეტი ადამიანი. ასობით ადამიანი დაშავდა ბევრი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სპეციალისტების თქმით, ორი კვირის წინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ თურქეთის ტერიტორიაზე 90 ე.წ. მომყოლი ბიძგები დაფიქსირდა, თუმცა მათი სიმძლავე გაცილებით მცირე იყო.
Facebook Forum