ალჟირის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ ცოტა, 257 ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი დედაქალაქ ალჟირიდან 25 კილომეტრის მოშორებით, აფრენიდან ცოტა ხანში ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ბორტზე 247 მგზავრი და 10 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. მგზავრები ალჟირელი სამხედრო მოსამსახურე პერსონალი და მათი ოჯახის წევრები იყვნენ.
ამ ეტაპზე, ავიაკატასტროფის მიზეზი ცნობილი არ არის.
ცხედრები სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათი ამოცნობა მოხდება.
Facebook Forum