მოსკოვმა სირიაში ორი ბოლო თაობის სტელსის ტექნოლოგიის თვითმფრინავი გაგზავნა. ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, სირიაში SU-57 ტიპის ორი საბრძოლო თვითმფრინავი რუსულ ბაზაზე დაეშვა.
რუსეთის მიერ სირიაში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნა აჩენს ეჭვს, რომ კონფლიქტი შესაძლოა რეგიონის მოთამაშეებს შორის დაპირისპირებაში მარტივად გადაიზარდოს.
ცოტა ხნის წინ, საჰაერო სივრცის დარღვევის მიზეზით ისრაელმა ირანის დრონი ჩამოაგდო, რასაც თეირანის პროტესტი მოყვა. ირანი არ ადასტურებს, რომ მათმა დრონმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია.
Facebook Forum