ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ქვეყნის სამაშველო სამსახურებმა შეძლეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევების პოვნა.
„ასემანის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც თეირანიდან კვირა დილით აფრინდა და ისპაჰანის პროვინციის ერთ-ერთი ქალაქისკენ მიემართებოდა, ზაგროს მთებში ჩამოვარდა. ირანის მთავრობის წევრები ვარაუდობენ, რომ ბორტზე მყოფი 65-ივე ადამიანი დაღუპულია.
სამაშველო სამუშაოების დროულად დაწყება ამინდის გამო გართულდა. შესაბამისმა სამსახურებმა ძლიერი ნისლის, ქარისა და თოვლის გამო ვერ შეძლეს კატასტროფის ადგილთან ახლოს მისვლა. თუმცა ორშაბათს ამინდი გაუმჯობესდა და ვერტმფრენებიდან ტერიტორიის დათვალიერება შესაძლებელი გახდა.
Facebook Forum