"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა",- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში, 2024 წლის 26 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და მოუწოდებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ძალებთან. აქვე, ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონი.
"შეერთებული შტატები დიდი ხანია დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, მე ღრმად შემაშფოთა ქვეყანის ბოლოდროინდელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, მათ შორის, იმ კანონის ამოქმედებამ, რომელიც სარკისებურად ასახავს რუსეთის კანონებს, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
სულ ახლახან, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის არაერთი ბოროტად გამოყენების ფაქტი, ასევე ამომრჩევლის დაშინება და იძულება.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიც არის ე.წ. „უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაიწყოს დაუყონებლივ, ინკლუზიური დიალოგი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების მთლიანობის აღდენასთან დაკავშირებით.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად პატივი სცენ კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძველი,"- წერია განცხადებაში რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.
Facebook Forum