ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხური ბანკები რუსულ გადახდის სისტემა "მირს" სანქციების დაცვის მიზნით აღარ გამოიყენებენ


სომხეთის ბანკებმა 29 მარტს განაცხადეს, რომ ისინი რუსული გადახდების სისტემა "მირით" შესრულებული ტრანსაქციების გატარებას შეწყვეტენ. ამის მიზეზი კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გამო, დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციებია.

2022 წლის სექტემბერში, ამერიკის ხაზინა უცხოურ ბანკებს ე.წ. მეორეული სანქციებით დაემუქრა, თუკი ისინი "მირის" ბარათებს გამოიყენებდნენ. ეს რუსული საბარათო გადახდის სისტემის ნაწილია.

სომხეთის ბანკების გაერთიანებამ განაცხადა, რომ ქვეყნის კომერციული ბანკები "შეწყვეტენ "მირის" ბარათების მიღებას და ტრანზაქციების დამუშავებაას, რომელიც ამ ბარათით იქნება შესრულებული. ამის მიზეზი მეორეული სანქციების რისკია".

გაერთიანების განცხადებით, გამონაკლისი იქნება "მირის" ის ბარათები, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებული "VTB ბანკის" ადგილობრივი კომპანიის მიერაა გაცემული.

სომხეთში არაერთმა კერძო კომპანიამ თუ ინდივიდუალურმა პირმა, საერთაშორისო სანქციების შემდეგ, მომგებიანი გადაყიდვები დაიწყო. საუბარია მეორადი ავტომობილების რუსეთში რე-ექსპორტზე, სამომხმარებლო ტექნიკის თუ დასავლეთში წარმოებული სხვა პროდუქტის რუსი პარტნიორებისთვის მიწოდებაზე.

2022 წელს და 2023 წლის იანვარ-აგვისტოს შუალედში, სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი გაორმაგდა. ამასთან, რუსეთიდან შესულმა პირდაპირმა ტრანზაქციებმა სომხურ ბანკებს მოგებაც მოუტანა. ამით 2022 წელს მათი ერთობლივი შემოსავალი სამჯერ მეტი იყო, ვიდრე წინა წელს და 253 მილიარდ დრამს მიაღწია, რაც $626 მილიონია. 2023 წელს ეს რიცხვი მცირედით შემცირდა.

XS
SM
MD
LG