ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია აშშ-სგან გრძელი რადიუსის "სტელსის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების ყიდვას განიხილავს


F-16 მოიერიშე თვითმფრინავი JASSM-ის ტიპის რაკეტას უშვებს
F-16 მოიერიშე თვითმფრინავი JASSM-ის ტიპის რაკეტას უშვებს

გერმანიის მთავრობამ შეერთებული შტატებისგან 75 ახალი ფრთოსანი რაკეტის JASSM-ER შეკვეთის პროცესი დაიწყო, იტყობინება გერმანული გაზეთი “ბილდი”. ეს თვითმფრინავიდან გაშვებული"სტელსის" ტიპის, გრძელი რადიუსის ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც 450 კილოგრამიანი ჯავშანსაწინააღმდეგო ქობინით არის აღჭურვილი.

წყაროების დაკონკრეტების გარეშე გაზეთი ამბობს, რომ შესყიდვას შეუძლია გერმანიის არსენალში ამჟამად არსებული “ტაურუსის” რაკეტები ჩაანაცვლოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს შესაძლოა მას შემდეგ მოხდეს, რაც გერმანიას ამერიკისგან F-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს და მასთან დაკავშირებულ შეიარაღებას შეიძენს. 2022 წელს გერმანიის მთავრობამ თვითმფრინავების შესყიდვის მიმართ ინტერესი საჯაროდ გამოხატა.

“ბილდის” ინფორმაციით, მთელი პაკეტის შესყიდვის ფასი 8 მილიარდ ევროზე მეტია. ოფიციალური შესყიდვის ხელშეკრულება სავარაუდოდ შემოდგომაზე გაფორმდება.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ F-35-ების შეძენის ფარგლებში დაგეგმილია იარაღის ფართო ნაზავის შესყიდვა, მათ შორის, ჰაერო-მიწის საკაკეტო კომპონენტის.

XS
SM
MD
LG