ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანმა ჩინეთის სანაპირო დაცვის გემს საკუთარი ტერიტორია დაატოვებინა


ტაივანმა, 20 თებერვალს, ჩინეთის სანაპირო დაცვის გემი, რომელიც მის სანაპირო წყლებში შევიდა, სამხედრო გემით უკან გააცილა. ამ ინციდენტს ერთი დღით ადრე, წინ უსწრებდა ჩინეთის სანაპირო დაცვის ჯარისკაცების ტაივანის ტურისტული გემის ბორტზე ასვლა, რასაც ტაივანის სანაპირო დაცვის მინისტრის განცხადებით, "პანიკა" მოჰყვა.

ჩინეთის სანაპირო დაცვის გემი, ნომერი 8029, ტაივანის წყლებში კინმენის მახლობლად სამშაბათს დილით შევიდა, ნათქვამია ტაივანის სანაპირო დაცვის განცხადებაში. ტაივანმა რეაგირებისთვის, საკუთარი გემი გაგზავნა და რადიო კომუნიკაციით ჩინურ გემს ტერიტორიის დატოვება უნრძანა, რასაც ჩინური ხომელდი ერთი საათის შემდეგ დაემორჩილა.

ტაივანის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ გააგრძელებს რადარების, მეთვალყურეობისა და პატრულირების გამოყენებას, რათა უზრუნველყოს "ჰარმონია და უსაფრთხოება" ტაივანის მიერ კონტროლირებული კინმენის კუნძულების წყლებთან, რომლებიც ჩინეთის სანაპიროებთან ახლოს მდებარეოს.

ჩინეთი თვიმართულ ტაივანის კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG