ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი სამხედრო თვითმფრინავებითა და გემებით „გაერთიანებულ საბრძოლო მზადყოფნის პატრულირებას“ ახორციელებს. უწყების ცნობით, 9 ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა სრუტის შუა ხაზი გადაკვეთა.
დემოკრატიულად მართული ტაივანი, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას რეგიონში ჩინეთის სახმეხდრო მოქმედებების შესახებ.