ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანის დე-ფაქტო ელჩი ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა


ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და ამერიკაში ტაივანის ელჩს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური საკითხები იყო განხილული. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრა წინ უსწრებს ტაივანში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს.

ტაივანელმა დიპლომატმა, ალექსანდრ იუიმ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, მაიკ ჯონსონს მადლობა გადაუხადა ამერიკის მიერ ტაივანის გრძელვადიანი, ორპარტიული მხარდაჭერისთვის და კუნძულის თავდაცვის გაძლიერების პროცესში დახმარებისთვის.

იუი ელჩის თანამდებობაზე ერთი თვის წინ დაინიშნა, ტაივანის ყოფილი ელჩი კი ახლა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს ტაიპეისთან დიპლომატიური კავშირები არ აქვს, ამერიკის შეერთებული შტატები ტაივანის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო მხარდაჭერი და იარაღის მიმწოდებელია.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიულ ერთეულად განიხილავს, გამართულმა ოფიციალურმა შეხვედრამ კი ოფიციალური პეკინის აღშფოთება გამოიწვია.

„ამერიკელმა კანონმდებლებმა უნდა შეწყვიტონ არასწორი სიგნალების გაგზავნა, ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტული ძალებისთვის და არ უნდა ჩაერიონ ტაივანის არჩევნებში რაიმე ფორმით“,- თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

პეკინი აქვე განმარტავს, რომ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებში ტაივანი ყველაზე მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხია, სწორედ ამიტომ ჩინეთი, ამერიკის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს არ ჩაერიონ ტაივანში მიმდინარე პროცესებში.

"ჩიპების ომის" გავლენა გლობალურ სტაბილურობაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:22 0:00

მაშინ, როცა ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, ჩინეთი კუნძულზე ზეწოლას ზრდის, ჩინეთი ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნებს წლებია რეგულარულად მართავს. ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ტაივანში ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა. დემოკრატი პელოსი, რომელიც 2022 წელს ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობას იკავებდა, ტაივანში ჩინეთის მუქარის ფონზე ჩავიდა და მაღალი თანამდებობის პირებთან ოფიციალური შეხვედრები გამართა.

პეკინის პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება ვაშინგტონისა და ტაიპეის ოფიციალური პირების შეხვედრებსა და ურთიერთობებს, აკრიტიკებს ტაივანის ხელისუფლებაც. ტაიპეიში ამბობენ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას არ აქვს უფლება ისაუბროს ტაივანის მაგივრად ან გააკონტროლოს ტაივანის მთავრობის საქმიანობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG