ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰუავეი“ ახალი სმარტფონით ამერიკულ „ეფლთან“ კონკურენციას ცდილობს


ჩინურმა „ჰუავეიმ“ ბოლო რამდენიმე კვირაში ოთხი სხვადასხვა ტიპის სმარტფონის პრეზენტაცია გამართა და გლობალური ყურადღება მიიპყრო. ამერიკული სანქციების ფონზე, კომპანიამ შეძლო ჩაენაცვლებინა სანქცირებული მასალები და ახალი სმარტფონების ბაზარზე გამოტანა.

"ჰუავეი" არ აკონკრეტებს, თუ რა მასალები გამოიყენა ჩიპების შესაქმნელად. კომპანია „ტექნოლოჯისტი“ განმარტავს, რომ ახალი ჩინური ტელეფონები ახალი თაობის „კირინ 9000 ეს“ ტიპის ჩიპებით არის აღჭურვილი. ამ ჩიპების წარმოება ჩინეთში, ჩინური კომპანიების მეშვეობით ხდება.

„ტექნოლოჯისტი“ აქვე აღნიშნავს, რომ ახალ ჩინური ჩიპებში არის სამხრეთ კორეის მიერ წარმოებული კომპონენტებიც.

„ჰუავეის" ახალი ტელეფონებია: „მეიტ 60“ და „მეიტ 60 პრო“ ასევე „მეიტ ექს 5“ და „მეიტ 60 პრო+“. აღსანიშნავია, რომ „მეიტ60“-ის ფასი 817 ამერიკული დოლარია, რაც პეკინში „აიფონ 14“-ის ფასის იდენტურაი. „აიფონ14“ ეფლმა შარშან შემოდგომაზე გამოუშვა.

ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ „ჰუავეი“ ამ ნაბიჯით ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს ამერიკულ მწარმოებელ „ეფლს“ და მის „აიფონებს“, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება, რადგან ხარისხი განსხვავებულია, ფასი კი ამ დროისთვის თითქმის იდენტური.

ამერიკული კომპანია „ეფლი“ კიდევ ერთ ახალ „აიფონს“ 12 სექტემბერს წარუდგენს საზოგადოებას. „ეფლის“ საპრეზენტაციო ღონისძიება კალიფორნიის დროით, დილის 10 საათზე იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG