ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია ტრამპს აფრთხილებს, ჩინეთთან რეგიონისთვის საზიანო გარიგებაში არ შევიდეს


ტოკიო, ვაშინგტონის უახლოესი მოკავშირე აზიაში, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს გზავნილს აწვდის: ნუ ეცდებით ჩინეთთან რაიმე შეთანხმების მიღწევას, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს წლების განმავლობაში გაწეული კოლექტიური ძალისხმევა პეკინის შესაკავებლად და რეგიონში მყიფე მშვიდობის შესანარჩუნებლად.

იაპონიამ ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპთან დაახლოებულ ადამიანებთან ურთიერთობის მცდელობები გაააქტიურა, რადგან რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში აჩვენა, რომ ამ ეტაპზე ის პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლაში ლიდერობს.

ტრამპთან დაკავშირების მცდელობის შესახებ ინფორმაცია ექვს იაპონელ ოფიციალურ პირთან ინტერვიუში გამოიკვეთა. ეს იმ ფონზე, როცა იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა აპრილში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევით ამერიკაში სახელმწიფო ვიზიტისთვის ემზადება.

XS
SM
MD
LG