ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰამასის" ტყვეობაში მყოფი ისრაელის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


„ჰამასის“ მებრძოლების ტყვეობაში მყოფი ისრაელის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელის მთავრობა ადასტურებს. თავდაპირველად, ცნობა ისრაელის სამხედრო პირის დაღუპვის შესახებ „ჰამასმა“ გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მძევალი ისრაელის დაბომბვებს ემსხვერპლა. "ჰამასმა" ფოტოებიც გაავრცელა, სადაც ასახულია ქალის ცხედარი, რომელსაც დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

„სიონისტი მტრის საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა“,- ნათქვამია ვიდეოში, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებმა გაავრცელეს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულია ნოა მარჩიანო, 19 წლის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებმა ტყვედ 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანეს. იმას, რომ მარჩიანო ტყვეობაში იმყოფებოდა, ადასტურებს ვიდეოჩანაწერიც, რომელიც 11 ოქტომბრით თარიღდება.

"ანტისემიტიზმისა და ისლამოფობიის ახალი ტალღა" ამერიკაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:44 0:00

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელმა დაადასტურა, მძევლის დაღუპვის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია. თუმცა, ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებაში, საუბარი არ არის მძევლის დაღუპვის გარემოებებზე. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, „ჰამასის“ მებრძოლები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ მძევალთა ნაწილი ღაზის სექტორში მიმდინარე ომს ეწირებოდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG