ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ ღაზაში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას მიაგო პატივი


გაეროში ორშაბათს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ 101 თანამშრომლის ხსოვნას, ვინც ღაზის სექტორში ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა. ეს ორგანიზაციის 78-წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი დანაკარგია ასეთი კრიზისის დროს.

ჟენევაში გაეროს ოფისში თანამშრომლებმა წუთიერი დუმილითა და ანთებული სანთლებით გამოხატეს პატივისცემა გაეროს იმ თანამშრომლებისადმი, ვინც პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოში მუშაობდა და რომლებიც ღაზაზე ისრაელის თავდასხმის დროს დაიღუპნენ. გლოვის ნიშნად, გაეროს ყველა ოფისში დროშები ნახევრადაა დაშვებული.

„ჩვენი ორგანიზაციის ისტორიაში, ეს არის ასეთ მოკლე დროში დაღუპული თამაშრომლების ყველაზე დიდი რაოდენობა“, - თქვა ტატიანა ვალოვაიამ, გაეროს ოფისის გენერალურმა დირექტორმა ჟენევაში. „ჩვენ შევიკრიბეთ დღეს აქ, ამ ძალიან სიმბოლურ ადგილას, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს მამაც კოლეგებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს გაეროს დროშის ქვეშ მსახურების დროს",- თქვა მან.

გაეროში ამბობენ, რომ მათი ზოგიერთი თანამშრომელი პურის რიგში დგომისას, ზოგი კი ოჯახებთან ერთად მოკლეს საკუთარ სახლებში, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმისას.

ღაზის შემდეგ, გაეროს თანამშრომლებისთვის ყველაზე მომაკვდინებელი კონფლიქტი ნიგერია იყო. 2011 წელს თვითმკვლელი ტერორისტი თავს დაესხა მათ აბუჯას ოფისს ისლამისტური ამბოხების დროს, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG