ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში არჩევნების შემდეგ ახალი საპარლამენტო სესია გაიხსნა


პოლონეთის პარლამენტი ორშაბათს პირველად შეიკრიბა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მხარდამჭერმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვეს.

პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის მთავრობის დაკომპლექტება ოფიციალურად დაავალა, მაგრამ მას ამის გაკეთება პრაქტიკულად არ შეუძლია, რადგან "კანონისა და სამართლიანობის" პარტიამ გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნებში უმრავლესობა ვერ მოიპოვა, სხვა პარტიებს კი მასთან თანამშრომლობა არ სურთ.

ახალმა პარლამენტმა უნდა დაასრულოს რვაწლიანი ტურბულენტური პერიოდი, რომელიც ევროკავშირთან ხშირი დაძაბულობით, მოულოდნელი ღამის კენჭისყრებით და სხვა ისეთი პროცესებით დაამახსოვრდა მოსახლეობას, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, ნორმალურ საპარლამენტო პროცესს ძირს უთხრიდა.

"მოსახლეობამ გააკეთა თავისი საქმე, ახლა მისმა წარმომადგენლებმა უნდა შეაკეთონ პოლონეთის რესპუბლიკა, შეაკეთონ დემოკრატია", - განაცხადა დონალდ ტუსკმა, რომელიც სავარაუდოდ ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი იქნება. სამ პრო-ევროპულ პარტიას ერთად 460-წევრიან პარლამენტში 248 მანდატი აქვს. ვაარაუდობენ, რომ პარლამენტის სპიკერი შიმონ ჰოლოვნია გახდება, ცენტრისტულ-მემარჯვვენე პარტიის - "პოლონეთი 2050"-ის თავმჯდომარე, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა "მესამე გზის" კოალიციის ფარგლებში მიიღო. კოალიციის შეთანხმების მიხედვით, ის მხოლოდ 2025 წლამდე იქნება სპიკერი, შემდეგ კი პოზიციას მემარცხენე ვლოჟიმიერშ ჩარზასტის დაუთმობს.

XS
SM
MD
LG