ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შავკანიანმა კანდიდატმა თეთრი სახლისთვის რბოლა შეწყვიტა


თვეების განმავლობაში საარჩევნო კამპანიის ფინანსების სწრაფი ტემპით ხარჯვის შემდეგ, რასაც ეროვნულ გამოკითხვებზე რაიმე შესამჩნევი გავლენა არ მოჰყვა, სენატორმა ტიმ სკოტმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან ნომინაციისთვის რბოლაში მონაწილეობა შეაჩერა.

„ვფიქრობ რომ ამომრჩევლები, რომლებიც პლანეტაზე ყველაზე შესანიშნავი ადამიანები არიან, ნამდვილად ნათლად მეუბნებიან: „ტიმ, ახლა არა“, უთხრა სკოტმა „ფოქს ნიუსს“ კვირა საღამოს მიცემულ ინტერვიუში.

რბოლიდან მისმა გამოთიშვამ შესაძლოა მცირე ბიძგი მისცეს სხვა კანდიდატებს, რომლებიც მოწინავე პოზიციაზე მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის პირველობის ჩამორთმევას ცდილობენ. ერთი ასეთი კანდიდატი, გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილია.

სკოტის მიერ რბოლიდან გამოთიშვის გამოცხადებიდან რამდენიმე წამში, მისი კამპანიის ორმა მთავარმა დონორმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ მხარდაჭერას ჰეილისკენ გადართავენ.

სკოტმა, სენატში ერთადერთმა შავკანიანმა რესპუბლიკელმა, თავისი კამპანია მაისში დაიწყო და ამერიკისთვის ოპტიმისტური და იმედიანი ხედვის პირობას დებდა. ის საკუთარ თავს წარმოაჩენდა, როგორც ღრმად კონსერვატიულ კანდიდატს, რომელსაც ტრამპზე და ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისზე მეტად შეეძლო შეერთებულ შტატებში პოლიტიკური დაყოფის გამოჯანსაღება.

XS
SM
MD
LG