ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა


დევიდ კამერონი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი.
დევიდ კამერონი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებამ გამოიწვია, ვისი ადგილიც ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ დაიკავა.

შს მინისტრი სუელა ბრავერმანის თანამდებობიდან გათავისუფლებას წინ უძღოდა პოლიციის მუშაობის მიმართ მის მიერ გამოთქმული კრიტიკა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრიტანელი სამართალდამცავები, პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო გამოსვლის ფონზე გააკრიტიკა და გამოცემა „ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოები „ორმაგი სტანდარტებით“ მოქმედებს. ბრავერმანი მიიჩნევდა, რომ თუ ზოგიერთი დემონსტრაციის მიმართ, პოლიციას მკაცრი მოქმედებები ახასიათებდა, პალესტინელთა მხარდამჭერი აქციების დროს მისი პასუხი რბილი იყო.

57 წლის დევიდ კამერონი, 2005-16 წლებში, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი იყო. 43 წლის ასაკში, 2010 წელს, მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა და ასე, 1812 წლიდან, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.

2016 წელს, კამერონმა „ბრექსიტის“ შესახებ, რაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას ითვალისწინებდა, რეფერენდუმი ჩაატარა. ბრიტანეთის მიერ, ევროკავშირიდან გამოსვლის მხარდაჭერიდან რამდენიმე საათში, მან თანამდებობა დატოვა.

XS
SM
MD
LG