ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევის პროცესს ანახლებენ


რესპუბლიკელებმა, რომელთა შიდაპარტიულმა დაპირისპირებამ სამი კვირის განმავლობაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თითქმის სრული პარალიზება გამოწვია, ორშაბათს, ახალი სპიკერის არჩევის პროცესი კვლავ განაახლეს.

უფრო მემარჯვენე და შუალედურ რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის ფრაქციული დაპირისპირება, 3 ოქტომბერს, ყოფილი სპიკერის, კევინ მაკკარტის თანამდებობიდან გადაყენებით დასრულდა. ამის შემდეგ, პალატაში რესპუბლიკელები, პოსტზე წარდგენილი ვერც სტივ სკალიზისა და ვერც კონსერვატორ ჯიმ ჯორდანის არჩევაზე ვერ შეთანხმდნენ.

პალატის ხელმძღვანელის პოსტის ვაკანტურობა კონგრესის საქმიანობას აფერხებს. კონგრესს 17 ნოემბერამდე აქვს ვადა, რათა თავიდან აიცილოს მთავრობის დახურვა, ფედერალური სააგენტოს დაფინანსების გახანგრძლივების გზით და დააამტკიცოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინადადება, ისრაელისა და უკრაინის სამხედრო დახმარებაზე.

"ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უხერხული რამ, რაც მე მინახავს", - განუცხადა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკოლმა ტელეკომპანია ABC-ს. ”ჩვენ არსებითად დახურულები ვართ, როგორც მთავრობა“, - დაამატა მან.

პალატის სპიკერის არჩევის პროცესი დღეს, ორშაბათს განახლდება და მასში ცხრა კანდიდატი მონაწილეობს.

პალატაში რესპუბლიკურ პარტიას, მცირე 221-212-ის წინააღდეგ უმრავლესობა აქვს. სპიკერის თანამდებობაზე ასარჩევად 217 ხმაა საჭირო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG