ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვაგნერი“ ბელარუსში - ნატო რეგიონში საფრთხეების ზრდაზე საუბრობს


ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში შიშობენ, რომ "ვაგნერის" მებრძოლების გადასვლა ბელარუსში რეგიონში არასტაბილურობას გაზრდის. რუსეთში წარუმატებელი ამბოხის შემდეგ, "ვაგნერის" ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში წავიდა, სადაც მას სავარაუდოდ სხვა, ის მებრძოლებიც შეუერთდებიან, ვისაც ამის უფლება რუსეთის ხელისუფლებამ საჯაროდ მისცა. ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, კი მკაფიოდ ამბობს, რომ ნატო ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს.

„თუ ვაგნერი თავის სერიულ მკვლელებს ბელარუსში განათავსებს, ყველა მეზობელი ქვეყანას ემუქრება არასტაბილურობის კიდევ უფრო დიდი საფრთხე“, - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მაშინ, როცა ის ექვს სხვა მოკავშირესთან ერთად ჰააგაში ნატოს გენერალურ მდივანს ხვდებოდა. საფრთხეების ზრდის შესახებ შიშობს პოლონეთიც.

"ეს მართლაც სერიოზული და ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებები. ეს მოითხოვს ნატოს ძალიან, ძალიან მკაცრ პასუხს", - დასძინა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.

მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ნატო აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს. აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებში დამატებით განთავსდა სხვადასხვა დანაყოფი და გაიზარდა საჰაერო თავდაცვაც. მიიღებს თუ არა ალიანსი დამატებით ზომებს მზარდი საფრთხეების ფონზე, ჯერ უცნობია. თუმცა როგორც ნატო, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები მკაფიოდ ამბობს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული იქნება.

ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნაადრევია იმის თქმა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს "ვაგნერის" ჯგუფთან დაკავშირებული ცვლილებები ნატოს მოკავშირეებისთვის.

„ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი მოსკოვსა და მინსკს, რომ ნატო არის იქ, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, ნატოს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი... ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა,“- ამბობს ალიანსის გენერალური მდივანი.

საქართველო და ნატოს ვილნიუსის სამიტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:09:24 0:00

იენს სტოლტენბერგი აქვე განმარტავს, რომ სამხედრო ამბოხის მცდელობამ რუსეთში მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი განხეთქილებას აღრმავებს თავად რუსეთში. სწორედ ამიტომ სტოლტენბერგი ამბობს, რომ დასავლეთმა „კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა“.

თავის მხრივ, პოლონეთი მოელის, რომ რეგიონში გაზრდილი საფრთხის შესახებ ალიანსი, ნატოს ვილნიუსის სამიტზე იმსჯელებს, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG