ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვაში აკრძალული პრორუსული პარტიის ლიდერი ახალ ბლოკს აყალიბებს


მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლო.
მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლო.

მოლდოველმა პოლიტიკოსმა, ილან შორმა, რომლის პრორუსულ პარტიას საქმიანობა სასამართლოს ბრძანების შედეგად აეკრძალა, ახალი პოლიტიკური ბლოკის შექმნის შესახებ განაცხადა. თუმცა, მოლდოველი კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ შორის ინიციატივა, არალეგალურად გამოცხადდება.

შორის ახლა უკვე აკრძალული პარტია, სათავეში ედგა მოლდოვის პროდასავლური პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

შორი ახლა ისრაელში იმყოფება. სწორედ იქედან გავრცელებულ განცხადებაში ისე ამბობს, რომ მისი ახალი ბლოკის სახელი იქნება - „შანსი, პასუხისმგებლობა, განხორციელება“. ამ სახელების აკრონიმი, რუსულ და რუმინულ ენებზე, ზუსტად ისე გამოითქმის, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გვარი.

შორის თქმით, ის მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სთხოვს.

საბანკო სკანდალისა და ფულის გათეთრების საქმეზე, შორის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ამავე საქმეების გამო, ის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. მოლდოვის ხელისუფლება და დასავლეთის მთავრობები, მის საქმიანობას ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებენ.

2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოვა და ბლოკის წევრობა, ქვეყნის მთავარ მიზნად აქცია.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი, მოლდოვაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. სანდუმ არაერთხელ დაგმო რუსეთის ქმედებები და მოსკოვი მისი ადმინისტრაციის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG