წყნარი ოკეანის წყლების თავზე, ტაივანის აღმოსავლეთით, გასულ კვირას, ჩინეთმა სადაზვერვო თვითმფრინავი განათავსა. ჩინეთის სახლემწიფო მედიის ინფორმაციით, პეკინის სადაზვერვო თვითმფრინავი აშშ-ის, იაპონიის, საფრანგეთის და კანადის საზღვაო ძვალების ერთობლივ წვრთნებს აკვირდებოდა და სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა.
სადაზვერვო აღჭურვილობის მქონე სატვირთო თვითმფრინავის Y-9 მოდელის მიერ, წვრთნებთან დაკავშირებული სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების შესახებ ინფორმაციას ჩინური გამოცემა „გლობალ თაიმსი“, ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გლობალ თაიმსის“ ცნობით, ორი ამერიკული ავიამზიდი, "ნიმიცი" და "რონალდ რეიგანი" ფილიპინების ზღვაში, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი რიუკიუს კუნძულების ირგვლივ ხუთშაბათიდან ოპერებდა. კუნძულები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას, ფილიპინების ზღვისგან გამოყოფს და დასავლეთ წყნარ ოკეანეში, იაპონიასა და ტაივანს შორის არის განლაგებული.
აშშ-ის მე-7 ფლოტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატება ფილიპინების ზღვაში, ორი ავიამზიდით და მოიერიშე ჯგუფით წვრთნები პარასკევს დაიწყო.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ჩინური Y-9-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი, წყნარ ოკეანეში ხუთშაბათს შენიშნა. სპიკერის თქმით, უწყება აანალიზებს თვითმფრინავის შასიზე დამაგრებულ აღჭურვილობას, რომელიც აქამდე შენიშნული არ იყო.
ოთხმხრივ წვრთნამდე რამდენიმე დღით ადრე, ფილიპინების, აშშ-ისა და იაპონიის სანაპირო დაცვამ, დასავლეთ ფილიპინების პროვინციის სანაპიროებთან, პირველი სამმხრივი წვრთნები ჩაატარა.