უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთთან მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ კონფლიქტი უნდა გაყინოს და შემდეგ ნახოს, როგორ მოაგვაროს ის, მათ ეს [საკითხი] არ ესმით“, - ამბობს კულება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ წარიმართა, თუმცა საბოლოოდ გაყინული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ გამართული კონსულტაციების 100-ზე მეტი რაუნდი - 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომით დასრულდა.
მოლაპარაკებებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ წინადადებით რამდენიმე ქვეყანა გამოდის, მათ შორის ჩინეთი, რომელმაც სამშვიდობო გეგმა თავდაპირველად რუსეთთან შეათანხმა, როდესაც ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვს სტუმრობდა.
ვაშინგტონში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას როდის უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და რომელი საკითხების ირგვლივ კიევი იღებს.
Facebook Forum