ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირსკი: ჩვენი ჯარების წინსვლა ბახმუტის დასაცავად, პირველი წარმატებული შეტევითი მოქმედებაა


უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირები, პირველი წარმატებული კონტრშეტევის სახით, ბახმუტში ბოლო დროს მიღწეულ წინსვლას აღნიშნავენ.

მაგრამ, კიევი ასევე აცხადებს, რომ მდგომარეობა ბახმუტში რთულია. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ მოსკოვს ქალაქის აღების შესახებ მიზანი არ შეუცვლია და ქალაქის შემოგარენში, თავდასხმით ჯარებს კვლავ გზავნიდა.

უკრაინელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ბახმუტსა და მის შემოგარენში, რუსული ძალების უკუგდება დაიწყეს. ამასთან, მოსკოვმაც აღიარა, რომ მისმა ძალებმა, ქალაქის ჩრილოეთით, უკან დაიხია.

„ჩვენი ჯარების წინსვლა ბახმუტის მიმართულებით, ბახმუტის დასაცავად, პირველი წარმატებული შეტევითი მოქმედებაა“ - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ, „ტელეგრამში“ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ამგვარ უკიდურესად მძიმე პირობებშიც კი, ჩვენ შეგვიძლია წინსვლა და მტრის განადგურება. ჩვენ მტერზე ნაკლების რესურსით ვიბრძვით. ამავდროულად, მისი გეგმების ჩაშლა შეგვიძლია“ - აცხადებს სირსკი.

მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, კიევი მთავარ კონტრშეტევას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მაგრამ უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ბახმუტის ირგვლივ არსებული მიღწევები არ მიუთითებს იმაზე, რომ ფართო კონტრშეტევა დაიწყო.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, „ყველაფერი“ ძალიან რთული იყო. ბახმუტსა და მის გარშემო კი, მძიმე ბრძოლები გაგრძელდება.

„რუსებს საკუთარი მიზნები არ შეუცვლიათ. ისინი ბახმუტის გარეუბნებში თავდაცვით ჯარებს კვლავ გზავნიან“ - აცხადებს მალიარი.

მოსკოვი, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 15 თვის წინ წამოიწყო, ბახმუტს უკრაინის სხვა ქალაქებზე თავდასხმისთვის შემდგომ საფეხურად განიხილავს. კიევის განცხადებით, ბახმუტის დაცვა, უკრაინელ სამხედროებს საშუალებას აძლევს, მოამზადონ მოსალოდნელი კონტრშეტევა.

XS
SM
MD
LG