ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი რუსულ შეიარაღებაში მეტ ჩინურ კომპონენტს პოულობს


უკრაინელები რუსულ შეიარაღებაში ჩინური კომპონენტების მზარდ რაოდენობას ხედავენ. ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა.

„ბრძოლის ველიდან ამოღებულ იარაღში, ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა ელექტრონიკის პოვნას“ - განცხადა ვლადისლავ ვლასიუკმა, რომელიც სანქციების პოლიტიკაში უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსის მრჩეველია.

„ახლა ტენდენცია ასეთია, ნაკლებია დასავლური წარმოების კომპონენტები, მაგრამ მეტია [კომპონენტები], რომელთა შემქმნელი ქვეყნის გამოცნობა რთული არ არის, რა თქმა უნდა, ჩინეთი“ - განაცხადა ვლასიუკმა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი და არაპროვოცირებული ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთმა არაერთხელ უარყო რუსეთში სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა. დასავლეთის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციები, ასევე ვრცელდება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნლოგიების რუსეთისთვის მიწოდებაზე, როგორიცაა სამომხმარებლო მიკროჩიპები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებითაც იარაღში.

უკრაინის დაზვერვის მიერ, ბრძოლის ველზე შეგროვებული ინფორმაციით, ჩინური კომპონენტები "ორლანის" ტიპის დრონების ნავიგაციის სისტემაში აღმოაჩინეს. ამ ტიპის დრონებისთვის აქამდე შვეიცარული სისტემა გამოიყენებოდა.

უკრაინელი ექსპერტების განცხადებით, ჩინური კომპონენტები ასევე იპოვეს რუსული ტანკების ცეცხლის მართვის სისტემაში. ამ მიზნით, ადრე ფრანგული წარმოების ნაწილები გამოიყენებოდა.

აწვდიდნენ თუ არა ჩინური კომანიები, რუსული სამხედრო ტენკისთვის მოსკოვს კომპონენტებს? - ამ კითხვაზე პასუხად, საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განუცხადა - „ისტორიის განმავლობაში, თანსწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე, ჩინეთმა ყველა ქვეყანასთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთოებები დაიწყო. მათ შორის, რუსეთთან. რაც შეეხება სამხედრო ნივთების ექსპორტს, ჩინეთმა წინდახედული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გამოიჩინა. ჩინეთის პოზიცია და ქმედებები ყოველთვის ასეთი იყო“.

ვლასიუკმა თქვა, რომ უკრაინამ შეძლო ზოგიერთი მწარმოებლისა თუ მიმწოდებლის იდენტიფიცირება და ეს ინფორმაცია დასავლელ მოკავშირეებს გაუზიარა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ჩინეთს „ჯერ არ გადაუკვეთავს ზღვარი“, რუსეთისთვის ლეტალური დახმარების კუთხით.

თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირები ყურადღებით ადევნებენ თვალს მოვლენებს და შეშფოთებულნი არიან ორმაგი დანიშნულების პროდუქციით, როგორიცაა ელექტრონიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, მიკროტალღურ ღუმელში ან რაკეტაში.

გასული კვირის დასაწყისში, შეერთებულმა შტატებმა ჩინური კომპანიები უახლეს სანქციებში შეიყვანა. მათ შორის არის სატელიტური სურათების გადამყიდველი კომპანია, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, უკრაინის ლოკაციების სურათებს, რუს დაქირავებულ მებრძოლთა კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევრგენი პრიგოჟინს და მასთან დაკავშირებულ სუბიექტებს აწვდიდა.

XS
SM
MD
LG