ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოიგუ წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების შესახებ საუბრობს


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ორშაბათს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წყნარი ოკეანის ფლოტის მიერ ჩატარებული წვრთნების შესახებ პატაკი ჩააბარა.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ კადრებში ჩანს, როგორ ამბობს შოიგუ, რომ წვრთნები მოიცავდა "იმიტირებულ დარტყმებს მტრის საზღვაო ძალების ჯგუფებზე" წყნარ ოკეანეში.

წვრთნებზე საუბრისას პუტინმა თქვა, რომ წყნარი ოკეანის ფლოტი, რომელიც შორეულ აღმოსავლეთ რუსეთში იმყოფება, მზაობის მაღალ დონეზეა და რომ რუსეთის პრიორიტეტი ამ ეტაპზე კვლავ უკრაინაა.

წვრთნების პარალელურად, მოკსოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, ლი შანგფუ, რომელსაც უკვე ჰქონდა ოფიციალური შეხვედრა პუტინთან.

XS
SM
MD
LG