შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში მოსახლეობას დედაენის დღე მიულოცა.
„გაეროში დაცული "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა". 45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ. გილოცავთ დედაენის დღეს!“ - წერია „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ მილოცვაში.
ფოტოზე, რომელიც ამერიკის საელჩომ მოლოცვას დაურთო, გაეროში შეერთებული შტატის ელჩი ლინდა ტომას-გრინფილდი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერს უყურებს. წიგნის კალიგრაფები დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი, ილუსტრატორები თამაზ ვარვარიძე და სოფიო კინწურაშვილი და მოქანდაკე გუჯი ამაშუკელი არიან.
14 აპრილი საქართველოში დედაენის დღეა. ამ დღის აღნიშვნა 1990 წელს დაიწყო და ის საბჭოთა კავშირის დროს, ქართულ ენასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება.
1978 წელს საბჭოთა კავშირის მთავრობამ ქავეყანაში შემავალ რესპუბლიკებში მათი მშობლიური ენებისთვის „სახელმწიფო ენის“ სტატუსის ჩამორთმევა და მათი რუსული ენით ჩანაცვლება გადაწყვიტა. ამ იდეას საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ ახალგაზრდების მსვლელობა მოჰყვა. ამ მოვლენების შემდეგ მოსკოვი იძულებული გახდა, გადაწყვეტილება შეეცვალა. მოგვიანებით კი 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.