ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გასულ წელს ირანში 582 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით


FILE - A member of the Iranian community living in Turkey holds a rope as writing on her neck reads, "#no to the death penalty," during a rally in support of anti-government protesters in Iran, in Istanbul, Turkey, Nov. 19, 2022.
FILE - A member of the Iranian community living in Turkey holds a rope as writing on her neck reads, "#no to the death penalty," during a rally in support of anti-government protesters in Iran, in Istanbul, Turkey, Nov. 19, 2022.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა 2022 წელს ირანში სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, გასულ წელს 582 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. 2021 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებლები 75%-ით არის გაზრდილი, რაც, Euronews-ის ცნობით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ და ის მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო 15 წლის საშუალო მონაცემებს.

2022 წელი მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლებით, მათი ძალადობრივი დარბევითა და უსაფრთხოების ორგანოების მიერ მათი ჩახშობით გამოირჩეოდა. საპროტესტო აქციებმა პიკს სექტემბერში მიაღწია, როდესაც პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა ისლამური წესების დარღვევაში დადანაშაულებული 22 წლის მაჰსა ამინი. მას მორალის პოლიცია ჰიჯაბის არასწორად ტარებაში სდებდა ბრალს.

აქციებში მონაწილეობისთვის 20 000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ირანში სიკვდილით უკვე დასაჯეს აქციებში მონაწილე ოთხი პირი, 100 ბრალდებული კი სასჯელის უმაღლეს ზომას ელოდება. გასულ წელს ირანში სიკვდილით დასჯილთა უმრავლესობა ნარკოტიკებისა და მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი.

XS
SM
MD
LG