მოსკოვის სასამართლო, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი ჟურნლალისტის ადვოკატების მიმართვას 18 აპრილს განიხილავს. რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ინფორმაციით, “უოლ სტრიტ ჯორნალის” ჟურნალისტის ადვოკატები, სასამართლოს წინაშე, წინასწარი პატიმრობის მოხსნის საკითხს დააყენებენ.
აშშ-ს მოქალაქე ევან გერშკოვიჩი, ურალის ქალაქ ეკატერინბურგში, ჯაშუშობის ბრალდებით გასულ კვირაში დააკავეს. “უოლ სტრიტ ჯორნალი”, ევანის კოლეგები და დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყემებული ბრალი მოგონილია.
დაპატიმრებიდან მალევე, მოსკოვის სასამართლომ, გერშკოვიჩს სულ მცირე 29 მაისამდე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე, არ დაუშვეს დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატები და ამასთან, პროკურორებმა, დაცვის მხარეს, არ გაუზიარეს საქმის მასალები.
პირველი პროცესის მსგავსად, 18 აპრილს დანიშნული პროცესიც დახურულ კარს მიღმა გაიმართება. “ინტერფაქსის” ცნობით, რუსეთი ბრალდებასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, საიდუმლოებად განიხილავს.
გერშკოვიჩის დაპატიმრებამ, დასავლეთის ლიდერების, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პროტესტი გამოიწვია. პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა რუსეთს, “გაუშვას” დაპატიმრებული ჟურნალისტი. მომხდარმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზე მყოფი ვაშინგტონი-მოსკოვის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.
Wall Street Journal-მა განაცხადა, რომ ის "კატეგორიულად უარყოფს" ბრალდებებს და ათობით მედია ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გერშკოვიჩი.