ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთი წელი ბუჩაში მომხდარი ტრაგედიიდან


ნათესავები ომში დაღუპულთა საფლავებს აკითხავენ. ბუჩა, უკრაინა. 24 თებერვალი, 2023 წ.
ნათესავები ომში დაღუპულთა საფლავებს აკითხავენ. ბუჩა, უკრაინა. 24 თებერვალი, 2023 წ.

უკრაინის პრეზიდენტმა "ტელეგრამზე" გაკეთებულ განცხადებაში, მოიგონა უკრაინულ ქალაქებში, ბუჩაში და ირპინში გასულ წელს მომხდარი ტრაგედია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევის რაიონში მცხოვრები ბევრი უკრაინელისთვის გასული წელი "ყველაზე საშინელი" იყო მათ ცხოვრებაში.

შარშან, დაახლოებით ამ დროს, უკრაინის არმიამ გაათავისუფლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქები ბუჩა და ირპინი, რომლებიც კიევის მახლობლად მდებარეობს. ამ ქალაქებში ჩადენილი ქმედებებისთვის, რუსეთს ბრალდებებს ომის დანაშაულში უყენებენ.

საერთაშორისო გამომძიებლები მტკიცებულებების შეგროვებას აგრძელებენ სხვა ქალაქებშიც, სადაც ბრალდებების მიხედვით, რუსმა ჯარისკაცებმა განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული, მასშტაბური დანაშაულები ჩაიდინეს. მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

"გასული წელი კიევის რაიონში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის, მთელ სიცოცხლეში ყველაზე საშინელი გახდა. კიევის რაიონის გათავისუფლება კი იქცა იმ ფაქტის სიმბოლოდ, რომ უკრაინა შეძლებს ამ ომის მოგებას" - თქვა ზელენსკიმ ოთხშაბათს, 29 მარტს ინგლისურ ენაზე დაწერილ განცხადებაში.

"მოვლენები, რომლებიც 21 საუკუნისთვის წარმოუდგენელი იყო, ბუჩაში და ირპინში რეალობა გახდა. რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქს ჩრდილოეთიდან შეუტიეს და თან სიკვდილი და ნგრევა მოიტანეს".

ზელენსკის განცხადებას თან ერთვის ვიდეო მასალა, რომელიც ბუჩაში და ირპინში ნგრევის მასშტაბებს ასახავს. გადარჩენილი უკრაინელები ოკუპაციის დღეებს იგონებენ. ვიდეო ასევე აჩვენებს შავ პარკებში გახვეული გვამების მთელ მწკრივებს.

ოფიციალური მონაცემებით, რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ კიევის რაიონში, 1 137 ადამიანია დაღუპული. აქედან 461 ბუჩაში.

რუსეთის არმია უკრაინას გასული წლის 24 თებერვალს დაესხა თავს და მეზობელ სუვერენულ ქვეყანაზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა. მართალია, დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტები განდევნეს, მაგრამ კიევი და ახლომდებარე ქალაქები რუსეთს ჯერ კიდევ სამიზნეში ჰყავს და მათ დროდადრო რაკეტებით და დრონებით უტევს.

ავიაგამანადგურებლები უკრაინისთვის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:13 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG