პენტაგონი უკრაინისთვის "აბრამსის" ტიპის ტანკების მიწოდების დაჩქარებას გეგმავს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, ინფორმაციას ამერიკელ ოფიციალურ პირზე და საკითხის მცოდნე კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების განცხადებით, პენტაგონის გეგმა, უკრაინისთვის ტანკების შემოდგომაზე მიწოდებაა.
იანვარში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ უკრაინას მოწინავე M1A2 Abrams ტიპის 31 ტანკს მიაწოდებს. მანამდე, ვაშინგტონი უკრაინისთვის მათი გადაცემის იდეას არ ემხრობოდა.
ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ახალი გეგმით უკრაინა მიიღებს M1A1 SA Abrams ტანკის ვარიანტს, რომელიც დიზელის საწვავზე მუშაობს, როგორც უკრაინის ფლოტის უმეტესობა, თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. წყარო კონგრესიდან „როიტერს“ ეუბნება, რომ ცვლილება ასევე დააჩქარებს მიწოდებას დაახლოებით ერთი წლით.
პენტაგონის სპიკერმა უარი განაცხადა კომენტარი გააკეთებინა უკრაინისთვის „ამრამსის“ ტიპის ტანკების მიწოდების დაჩქარებული ვადების შესახებ. თავდაცვის დეპარტამენტს, კონკრეტული ვადების შესახებ არც აქამდე უსაუბრია და აცხადებდა, რომ ამას „თვეები“ დასჭირდებოდა.
„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. არის გარკვეული ცვლილებები, რომლითაც პროცესის დაჩქარება შესაძლებელია“ - განაცხადა ტელეკომპანიის "ემ-ეს-ენ-ბი-სი" (MSNBC) ეთერში საუბრისას დღეს, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ.
კონგრესის წარმომადგენელი, რომელმაც საკითხთან დაკავშირებით „როიტერთან“ ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, ამბობს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების დასაჩქარებლად რამდენიმე ვარიანტი განიხილა, რომლებიც ვადებს დაახლოებით ერთი წლით შეამცირებს.