20 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ იზრდება გაეროს მიერ მხარდაჭერილი იმ საგანგებო ტრიბუნალის შექმნის მომხრე ქვეყნების რიცხვი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის, რუსეთს პასუხს მოსთხოვს.
ზელენსკიმ საღამოს მიმართვის დროს თქვა, რომ დღის განმავლობაში ესაუბრა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერს და ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკარს, რათა მადლობა გადაეხადა საერთაშორისო ჯგუფში შესვლისთვის, რომელიც საგანგებო ტრიბუნალის შემნაზე მუშაობს.
მან თქვა, რომ 20 მარტს, საგანგებო ტრიბუნალის თაობაზე ევროპელი იუსტიციის მინისტრების ლონდონში გამართულ კონფერენციასაც მიმართა.
იანვარში, ევროპის პარლამენტმა მიიღო სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუცია საგანგებო ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულს შეეხება. ერთი კვირის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ტრიბუნალის დაარსებას კენჭი ერთსულოვნად უყარა.
თუმცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ქარიმ ხანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წინადადებას ეწინააღმდეგება. დეკემბერში მან თქვა, რომ მის სასამართლოს შეუძლია ეფექტურად განიხილოს ომის დანაშაულები, რომელიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა.
17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.