ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა: "ავდიივკა შესაძლოა შემდეგი ბახმუტი გახდეს"


ავდიივკა, უკრაინა, 17 მარტი, 2023 წელი
ავდიივკა, უკრაინა, 17 მარტი, 2023 წელი

უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქმა ავდიივკამ, შესაძლოა მალე ბახმუტის ბედი გაიზიაროს. ბახმუტისთვის ბრძოლა, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა და ბევრი მას პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ვითარებასაც ადარებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ადგილობრივი მეთაური გასულ კვირას ამბობდა, რომ მოწინააღმდეგე ახლა ბახმუტის სრულად ალყაში მოქცევას ცდილობს. უკრაინის სამხედრო შენაერთის "ტავრიას" მეთაურმა თქვა, რომ ის ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებს ეთანხმება იმის თაობაზე, რომ რუსები ცდილობენ წნეხის გაზრდას ქალაქ ავდიივკის მომარაგების ხაზებზე და მის მიმართაც იგივე სტრატეგიას იყენებენ, რასაც მანამდე ბახმუტის წინააღმდეგ.

"მტერი გამუდმებით ცდილობს ალყაში მოაქციოს ქალაქი ავდიივკა. ვეთანხმები ჩემს ბრიტანელ კოლეგებს, რომ ავდიივკა მალე შესაძლოა მეორე ბახმუტი გახდეს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ არც იმ რუსული შენაერთების საქმეა ძალიან კარგად, რომლებიც ამ მიმართულებას უტეევენ", - ამბობს საბრძოლო დანაყოფის პრეს-სპიკერი, ოლექსი სმიტრაშკივსკი.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულ შენაერთებს ძალიან დიდი დანაკარგები აქვს.

ავდიივკაში ომამდე 30 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. ბახმუტისგან განსხვავებით, ის საოკუპაციო ხაზთან წლების განმავლობაში ძალიან ახლოს იყო. უკრაინის სამხედრო ძალები პოზიციებს იქ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც ამაგრებდა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინსვლას აკავებდა. ავდიივკა ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით მდებარეობს.

XS
SM
MD
LG