ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთის პარლამენტი ფინეთ-შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას აყოვნებს


უნგრეთის პარლამენტის მმართველი პარტიის დეპუტატებს, შემდეგ კვირაში დაგეგმილი საპარლამენტო სესიის გადადება სურთ. ამ სესიაზე პარლამენტმა ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების რატიფიცირება უნდა მოხდეს.

მემარცხენე-დემოკრატიული საპარლამენტო ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენელმა, აგნეს ვადიამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ვიცე-პრემიერ ზლოტ სემჯენისგან მიიღო წერილი, რომლშიც ის ამბობდა, რომ მმართველ „ფიდესს“ და „ქრისტიან-დემოკრატებს“, სესიის გადადება სურთ. სესია ორშაბათს უნდა დაწყებულიყო.

მმართველმა პარტია „ფიდესმა“ საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ მომავალ კვირას სხდომას არ გამართავს. „ფიდესი“ „როიტერს“ ეუბნება, რომ ეს „ბრიუსელთან მოლაპარაკებების გაჭიანურებამ“ განაპირობა. უნგრეთს ევროპარლამენტთან ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებით დავა აქვს.

„საპარლამენტო ჯგუფი („ფიდესი“) ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დეპუტატების დელეგაცია [რომელიც ორივე ქვეყანას სტუმრობდა] ვიზიტის შესახებ ანგარიშებს მოამზადებს“ - აცხადებენ „ფიდესის“ პრესსამსახურში.

შვედეთმა და ფინეთმა, ნატოშო გაწევრიანების შესახებ განაცხადი გასულ წელს, მას შემდეგ გააკეთეს, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ოფიციალური განაცხადის რატიფიცირება, ნატოს ოცდაათივე წევრმა უნდა მოახდინოს, თუმცა უნგრეთი და თურქეთი ამ დრომდე რატიფიცირებაზე უარს ამბობენ.

გადადებული სხდომის შესახებ, „როიტერთან“ კომენტარს არ აკეთებს უნგრეთის პარლამენტის პრესსამსახური. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტს ხელახლა შეკრება მხოლოდ 27 მარტს შეუძლია.

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ აცხადებს, რომ აპირებს რატიფიცირებას მხარი დაუჭიროს. მაგრამ, გასულ კვირას მმართველი პარტიის დეპუტატმა, ჩაბა ჰენდემ თქვა, რომ ზოგიერთი პარლამენტარის მიერ გამოთქმულ შეშფოთებებზე სამუშაოდ და მათ გადასაჭრელად, ჯერ კიდევ ბევრი დრო იქნება საჭირო.

XS
SM
MD
LG