ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული „კამიკაძე“ დრონი ატომური ელექტროსადგურის თავზე დაფრინავს - კიევი


უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტო, რუსეთს ბირთვული უსაფრთხოების უგულვებელყოფაში ადანაშაულებს. "ენერგოატომმა" 19 დეკემბერს განაცხადა, რომ სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ნაწილის თავზე, შუაღამის შემდეგ რუსული „კამიკაძე“ დრონი დაფრინავს.

„ენერგოატომის“ განაცხადებით, ელექტროსადგურის თავზე, ირანული წარმოების დრონი „შაჰედი“ გამთენიისას, 00:46 საათზე აღმოაჩინეს. სააგენტო მოუწოდებს საერთაშორისო ბირთვულ საზოგადოებას, ატომური ობიექტები ომის რისკებისგან დაიცვას.

ეს არის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სრულიად მიუღებელი დარღვევა“ - წერს „ენერგოატომი“ სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“.

უკრაინაში შეჭრილ რუსეტის ძალებს, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის ხაზთან, ამ დროისთვის კიდევ ერთი, ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური აქვს დაკავებული. ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის მოწყობაზე მოლაპარაკებები აქამდე გრძელდება.

ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის არაერთხელ დაბომბვის შესახებ, ორივე მხარე, ურთიერთბრალდებებს გამოთქვამდა. კიევი აცხადებს, რომ რუსული ძალები იქ მომუშავე უკრაინელ პერსონალზე ზეწოლას ახორციელებს. მათი მიზანი, რუსეთის ატომური სააგენტოს შვილობილ კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმებაა.

XS
SM
MD
LG