ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Raytheon Technologies: პირველი ორი „ნასამსი“ უკვე უკრაინაშია


A woman passes by a gas station destroyed by yesterday's Russian military strike, in Dnipro, Ukraine, Oct. 26, 2022.
A woman passes by a gas station destroyed by yesterday's Russian military strike, in Dnipro, Ukraine, Oct. 26, 2022.

ამერიკის კოსმოსური და თავდაცვის კორპორაციის Raytheon Technologies-ის ინფორმაციით, "ნასამსის" საჰაერო თავდაცვითი კომპლექსები უკვე უკრაინაშია. განცხადება კომპანიის ხელმძღვანელმა ამერიკულ CNBC-სთან საუბრის დროს გააკეთა.

„ამერიკის მთავრობას რამდენიმე კვირის წინ მივაწოდეთ ორი სისტემა, რომლებიც უკვე უკრაინაშია განლაგებული,“- თქვა გრეგ გეისმა CNBC-სთან ინტერვიუში.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინული ქალაქების მათ შორის დედაქალაქის დაბომბვები გაახშირა, ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკრაინას სულ უფრო და უფრო მეტ საჰაერო თავდაცვით სისტემას აწვდის. ბევრი მათგანი ახლო, საშუალო რადიუსზე მოქმედებს. კიევი ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის და უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ უკრაინამ ცის გაკონტროლება შეძლოს.

"ნასამსი" მოწინავე საჰაერო თავდაცვითი კომპლექსია, რომლითაც თეთრი სახლის დაცვაც ხდება. ის შედგება ერთი რადარის, ერთი ცეცხლის გამანაწილებელი ცენტრისა და 12 გამშვებისგან. თითო გამშვებში 6 რაკეტაა განთავსებული. ვრცლად იხილეთ აქ

ზელენსკის მთავრობა განმარტავს, რომ უკრაინული ქალაქების დასაცავად უფრო მეტი ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემაა საჭირო.

„სასწრაფოდ საჭიროა საჰაერო თავდაცვითი სისტემების საკმარისი რაოდენობის დაუყონებლივი მოწოდება“, - თქვა ანდრი იერმარკმა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო ინფორმაციით, რუსეთმა 25 ოქტომბერს 40-ზე მეტი უკრაინული დასახლება დაბომბა.

თითქმის 200-კილომეტრიანი ფრონტის ხაზიდან ახლა ყველაზე დიდი ყურადღება ხერსონზეა, სადაც უკრაინელთა კონტრშეტევა მიმდინარეობს. რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსი სამხედროები „უმძიმეს“ ბრძოლებში“ არიან.

პასუხი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე თუ ომის ახალი ეტაპი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00

უკრაინელთა კონტრშეტევა წარმატებულია, კიევმა შეძლო და რეგიონის რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა. პარალელურად კიევის ინფორმაციით, რუსეთი ხერსონში სამხედროთა რაოდენობას ზრდის. არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთი ქალაქის დასაცავად ემზადება და მოსალოდნელია „ყველაზე მძიმე ბრძოლები ხერონის დასაბრუნებლად“.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ხერსონს რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლებს, რაც დიდი მარცხი იქნება რუსეთისთვის და პირადად ვლადიმირ პუტინისთვის.

ხერსონი ერთ-ერთია იმ ოთხი უკრაინული რეგიონიდან, რომელთა ანექსიაც პუტინმა გამოაცხადა, თუმცა კრემლის გადაწყვეტილებას უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG