ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინაზე გაკეთებული კომენტარის შემდეგ პოსტი დატოვა


რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა პოსტი დატოვა. ამის მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები გახდა. ვასილე დინკუ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც გააკრიტიკეს. მისი თქმით, უკრაინისთვის ომის დასრულების ერთადერთი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებაა.

"დღეს დილით რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაე ჩუკას ჩავაბარე თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება", - დაწერა "ფეისბუქზე" ვასილე დინკუმ. მისი თქმით ქვეყნის მმართველებთან თანამშრომლობა სირთულეს წარმოადგენდა.

ოქტომბრის დასაწყისში დინკუმ თქვა, რომ საერთაშორისო მოკავშირეების დახმარებით წარმოებული მოლაპარაკებები არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს. ეს კომენტარი მალევე გააკრიტიკეს როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ისე მმართველი კოალიციური მთავრობის სხვა ლიდერებმაც.

პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განცხადებით, მაშინ, როცა უკრაინელები ამ ომის საფასურს საკუთარი სისხლით იხდიან, მხოლოდ მათ შეუძლიათ თქვან, რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი. მისივე განმარტებით, სწორედ ასეთია რუმინეთის, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პოზიცია.

XS
SM
MD
LG