ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგიაში რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს


ნორვეგიის ქალაქი ტრომსოე
ნორვეგიის ქალაქი ტრომსოე

ნორვეგიის პოლიციამ ორშაბათს რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. ოპერაცია არქტიკულ ქალაქ ტრომსეში უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა.

დაკავებული მამაკაცი წარმოადგენს "ფუნდამენტური ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმრთულ საფრთხეს" და ის ნორვეგიიდან უნდა გააძევონ, განუცხადა "როიტერს" ნორვეგიის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ ჰედვიგ მოემ. მან ეჭვმიტანილს "არალეგალური აგენტი" უწოდა.

მამაკაცი, რომელიც ტრომსეს უნივერსიტეტში მეცნიერად მუშაობდა და თავს ბრაზილიის მოქალაქედ ასაღებდა. თუმცა ნორვეგიის პოლიცია მიიჩნევს, რომ ის რუსეთის მოქალაქეა. ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პირველად ნორვეგიულმა მაუწყებელმა NRK-მა გაავრცელა.

XS
SM
MD
LG