ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: თურქეთის შეშფოთება უსაფრთხოების კუთხით "ლეგიტიმურია"


ფინეთში ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნატოს გაფართოებაზე თურქეთის მიერ გამოთქმული შეშფოთებები ლეგიტიმურია.

„ეს არის ლეგიტიმური შეშფოთება, რომელიც ეხება ტერორიზმს და იარაღის ექსპორტს“, თქვა იენს სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ ოფიციალური ანკარას შეშფოთებებს კონკრეტული საფუძველი გააჩნია. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი არის ერთადერთი ქვეყანა ნატოში, სადაც ყველაზე მეტი ტერორისტული თავდასხმა მომხდარა.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს და გავიგოთ, რომ ნატოს არცერთ მოკავშირეს არ განუცდია, იმაზე მეტი ტერორისტული თავდასხმა, ვიდრე თურქეთს“, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგს ფინეთში ვიზიტის დროს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა მოლაპარაკებები, რომელსაც ფინეთი, შვედეთი და თურქეთი აწარმოებენ. მისი თქმით, ჯერ დრო არის და რომ ორგანიზაცია გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა კონსესუსი იქნება.

„მადრიდის სამიტი არასდროს ყოფილა ბოლო ვადა“, თქვა სტოლტენბერგმა.

შვედეთმა და ფინეთმა ნეიტრალიტეტის დასრულების გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ შეცვალეს და ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი 2022 წლის მაისში შეიტანეს. თუმცა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიებაზე უარს აცხადებს თურქეთი.

ანკარას პოზიციის თამახმად, ფინეთი და შვედეთი ტერორისტულ ორგანიზაციებს იარაღით ეხმარებიან, რომლებიც შემდეგ თურქეთზე იერიშებს ახორციელებენ. ანკარა ძირითადად ქურთისტანის მუშათა პარტიაზე და სხვა ქურთ მებრძოლებზე საუბრობს. ერდოღანის მთავრობის თქმით, ქურთ მებრძოლებს ფინეთი და შვედეთი მფარველობენ, რაც თურქეთისთვის მიუღებელია.

თურქეთის მიერ გამოთქმული მკაფიო პოზიციების შემდეგ მოლაპრაკებების პროცესი დაიწყო, თუმცა ის ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. ნატოს გენერალურ მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ თურქეთი ნატოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა და ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს შავი ზღვის უსაფრთხოებაში.

"ნატოს სამიტზე საქართველოს წინსვლა არ ექნება" - ჰერბსტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:18 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG