ანკარა ელოდება, რომ მომდევნო კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი, გზას გაუხსნის მარცვლეულის ექსპორტს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან. თურქეთის ერთ-ერთი ოფიციალური პირი საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" აცხადებს, რომ ამ მხრივ პროგრესის მიღწევით, ორივე მხარეა დაინტერესებული, - როგორც მოსკოვი, ასევე კიევი.
მიმდინარე კვირაში მოსკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული გეგმისთვის გახსნილია. თუმცა, კრემლის თქმით, სირთულეები კვლავ რჩება, რაც საფასურის გადახდის მექნიზმს უკავშირდება.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან, მარცვლეულის ექსპორტი შეწყდა და ახლა 20 მილიონი ტონა ტვირთი, ბეღელებშია გაჭედილი. უკრაინა ხორბლის და სხვა მარცვლეულის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.
რუსეთის ომმა მსოფლიოში პროდუქტების დეფიციტს და მათი ფასების გაზრდის გამო შექმნილ კრიზისს შეუწყო ხელი. შექმნილი ვითარების ფონზე, ოდესიდან და უკრაინის სხვა საპორტო ქალაქებიდან, სავაჭრო გზების გახნის შესახებ გეგმაზე გაერომაც იმუშავა.
თურქეთმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „ზედამხედველობის მექანიზმზე“ პასუხისმგებლობა იკისროს. რაც იმას გულისხმობს, რომ უკრაინიდან გასულ ტანკერებს, თურქეთის საზღვაო ძალები გაუწევს ესკორტირებას.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუდ ჩავუშოღლუს და მისი რუსი კოლეგის, სეგეი ლავროვის პირისპირ შეხვედრა, რვა ივნისსაა დაგეგმილი.
„თურქეთი მხარეებს შორის მოლაპარაკებებში დიდი ხანია ჩართულია. რუსეთს გარკვეული პირობები აქვს, მაგრამ პროგრესის მოლოდინი არსებოს. რუსეთს პრობლემის გადაჭრა სურს, ისევე როგრც უკრაინას და სხვა ქვეყნებს“ - აცხადებს ანონიმურობის დაცვით, სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას თურქეთის ოფიციალური პირი.