ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მათ უნდა შეწყვიტონ ტერორისტების მხარდაჭერა" - ჩავუშოღლუ ფინეთსა და შვედეთზე


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუდ ჩავუშოღლუ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუდ ჩავუშოღლუ.

თურქეთი ელის, რომ შვედეთი და ფინეთი კონკრეტულ ზომებს მიიღებენ და შეაჩერებენ, ანკარას რწმუნებით, „ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას“. პარასკევს ამის შესახებ თურქეთის საგარეო სქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ჩავუშოღლუს თქმით, სწორედ ამის შემდეგ მოხსნის თურქეთი საკუთარ წინააღმდეგობებს, ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„თურქეთის შეშფოთებებთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგამი. მათ უნდა შეწყვიტონ ტერორისტების მხარდაჭერა“ - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ოფიციალურად გასულ კვირას განაცხადეს. ორმა ქვეყანამ ნეიტრალიტეტზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი წამოწყო. სტოკჰოლმი და ჰელსინკი იმედოვნებს, რომ ალიანსში გაწევრიანების პროცესი სწრაფად ჩაივლის.

თუმცა, თურქეთმა გააპროტესტა ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან ქურთისტანის მუშათა პარტიიის (PKK) სამხედრო ჯგუფთან და ფეთულა გიულენის მიმდევრებთან, რომელსაც ანკარა 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორკესტრირებაში ადანაშაულებს.

ალიანსში ახალი წერვის მისაღებად კი 30-ვე წევრი ქეყნის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო. მიმდინარე კვირაში, შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლები ანკარას ეწვივნენ და თურქეთის შეშფოთებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დიალოგი კონსტრუქციულად წარიმართა და მომავალშიც გაგრძელდება. გამართულ მოლაპარაკებებში პოზიტიურ ნიშანს ხედავს თავად ანკარაც.

XS
SM
MD
LG