ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ხერსონსა და ზაპოროჟიეში პასპორტების გაცემას იწყებს


პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მცხოვრებლებისთვის, მოქალაქეობის სწრაფი მინიჭების პროცედურის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. მოსკოვი და მოსკოვის მომხრე ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რეგიონები რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.

„გამარტივებული სისტემა საშუალებას მოგვცემს, ნათლად ვაჩვენოთ, რომ რუსეთი აქ არა მხოლოდ დიდი ხნის განმავლობაში, არამედ სამუდამოდაა“, - განუცხადა მოსკოვის საოკუპაციო ხელისუფლების ხერსონის ოლქის წარმომადგენელმა, კირილ სტრემუსოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის".

„ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის იმ ყველაფრისთვის, რაც ის ჩვენთვის აკეთებს, რუსი ხალხის მფარველობისთვის ისტორიულად რუსეთის მიწებზე, რომლებიც ახლა გათავისუფლებულია“, - დასძინა მან. საოკუპაციო ხელისუფლებას სურს დაეხმაროს მათ, ვისაც სურს "რუსეთის დიდ ოჯახს შეუერთდეს", - თქვა მან.

პასუხად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა "პასპორტების უკანონო გაცემა". ეს ნაბიჯი არის „უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების აშკარა დარღვევა“, ნათქვამია განცხადებაში.

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ეს არის "რუსეთის მცდელობის ნაწილი დაიმორჩილოს უკრაინის ხალხი ძალის გამოყენებით".

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური ბრძანება 2019 წლის დადგენილებას მოსდევს, რომელიც იგივე სწრაფი პროცედურის გამოყენებას ითვალისწინებდა მარიონეტული, თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შემთხვევაში დონბასის რეგიონში.

აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ რუსეთში

ცხოვრების წარმოდგენა, არც საკმარისი თანხების ქონა და არც რუსული ენის ტესტი.

განაცხადები სამი თვის განმავლობაში განიხილება და ხერსონის რეგიონში უკვე დაიწყო მუშაობა რუსული პასპორტების გაცემის ცენტრების ამოქმედებაზე, განაცხადა სტრემუსოვმა.

უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების რამდენიმე ასეულმა მცხოვრებმა უკვე მიიღო რუსული პასპორტები.

ორშაბათს ხერსონის ხელისუფლებამ უკრაინულ გრივნასთან ერთად ოფიციალურ ვალუტად რუბლი შემოიღო. ოთხშაბათს, მოსკოვის დანიშნულმა ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს იგივე ზომები ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილებში.

XS
SM
MD
LG