ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი შვედეთის და ფინეთის ლიდერებს შეხვდა


"შვედეთი და ფინეთი აკმაყოფილებენ ნატოს ყველა მოთხოვნას და თავდაცვის ალიანსში ორი ახალი წევრის ყოლა გააძლიერებს უსაფრთხოებას" - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფინეთის და შვედეთის წევრობაზე განაცხადები აღნიშნავს ისტორიულ გადახვევას ნეიტრალიტეტის კურსიდან, რომელსაც ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში, ცივი ომის პერიოდში მიჰყვებოდნენ.

მოსკოვის გადაწყვეტილებამ, 24 თებერვალს მეზობელ უკრაინაში შეჭრილიყო, ორივე ქვეყანაში შიში აღძრა, განსაკუთრებით ფინეთში, რომელსაც რუსეთთან გრძელი საერთო საზღვარი აქვს.

აშშ-ის პრეზიდენტმა მის ფინელ კოლეგასთან და შვედეთის პრემიერთან ერთად, ნატოში გაწევრიანების გარდა, უკრაინაში მიმდინარე ომი და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები განიხილა.

XS
SM
MD
LG